
ჩვენს შესახებ
ვინ ვართ და რა მიდგომა გვაქვს
ჰირუდოთერაპიის ცენტრი სამედიცინო წურბელებით მკურნალობის ბუნებრივ და ჯანსაღ მეთოდს გთავაზობთ. თქვენზე იზრუნებს პროფესიონალი ექიმი, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ საუკეთესო შედეგები თერაპიისგან.
ჰირუდოთერაპიის ცენტრი ორიენტირებულია მომხმარებელს შესთავაზოს მასზე მორგებული გადაწყვეტილება კონკრეტული პრობლემისთვის, რაც გამოიხატება თერაპიამდელი კონსულტაციებით და თერაპიის ხანგრძლივობის დაგეგმვით.
რატომ ჰირუდოთერაპია?
თერაპია დაგეხმარებათ


ქვედა კიდურების შეშუპება
ფეხების შეშუპების მრავალი მიზეზი არსებობს, როგორიცაა – ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა, ტრავმული დაზიანება. ზოგჯერ კი ფეხების შეშუპება სერიოზული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს. მაგალითად გულის დავადების ან სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის.
მაღალი ქოლესტერინი
ქოლესტერინის ცვლის დარღვევა იწვევს ათეროსკლეროზს. ამ დროს სისხლძარღვის კედელზე წარმოიქმნება ე.წ. ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც ზრდის გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს.
ვენების გაგანიერება
ვარიკოზული ვენა ვითარდება, როდესაც შიგნით არსებული პატარა სარქველი წყვეტს სწორ მუშაობას. სისხლი ეფექტურად არ მიეწოდება გულს. ის გროვდება ვენაში და კიდევ უფრო ახშობს სარქველს. გაზრდილი წნევა ასუსტებს სისხლძარღვის კედელს, ვენა ფართოვდება და ხილული ხდება. ჩნდება ვარიკოზული ვენები.

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია
ღვიძლის გაცხიმოვნების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. არაალკოჰოლური ცხიმოვანი დისტროფიის განვითარების მიზეზი კი უცნობია, თუმცა დადგენილია კავშირი არაბალანსირებულ კვ ებასა და დაბალ ფიზიკურ აქტივობასთან. ღვიძლის გაცხიმოვნება შეიძლება გამოიწვიოს ასევე წონის სწრაფმა კლებამაც.
ზედაპირული წვრილი კაპილარები
ზედაპირული ვენური ქსელი, კანის გაგანიერებული სისხლძარღვები მილიონობით ადამიანის პრობლემაა, სხვადასხვა ზომის წითლად ან ლურჯად გამოკვეთილი წვრილი კაპილარები მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნიან ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის პროცედურის ხანგრძლივობა?
სტანდარტულად კურსი 10-12 პროცედურას მოიცავს, თუმცა შეიძლება ხანგრძლივობა შეიცვალოს ინდივიდუალური პრობლემიდან გამომდინარე. პროცედურის ხანგრძლივობას ექიმთან ერთად გაივლით კონსულტაციისას.
აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები?
ზოგიერთ პაციენტში პროცედურების გვერდითი მოვლენებია ნაკბენის ადგილზე შეწითლება ან ქავილი, რაც რამოდენიმე საათში გაივლის. ასევე, გარკვეული დაავადების დროს პროცედურა უკუნაჩვენებია, რასაც თერაპევტი კონსულტაციის დროს გამოარკვევს.
ხერხემლის ტკივილი მაწუხებს…
ჰირუდოთერაპია ხერხემლის ტკივილის მოსახსნელი არაჩვეულებრივი საშუალებაა. იგი ასევე, ძალიან შედეგიანია სახსრების ტკივილის დროს, ღრძილების ანთების სამკურნალოდ და სისხლის მიმოქცევის აღსადგენად. ჰირუდოთერაპია არეგულირებს წნევებს, წმენდს სისხლძარღვებსა და სისხლძარღვების მკვებავ უწვრილეს კაპილარებს.
დაგვიკავშირდი
Phone
Address
+(995)-599-116-785
თბილისი, ი.ჯავახიშვილის 38